07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ალეპოში 10 საათიანი ჰუმანიტარული პაუზა დაიწყო

ალეპოში 10 საათიანი ჰუმანიტარული პაუზა დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები რუსულმა ავიაციამ და სამთავრობო ძალებმა ქალაქში ადგილობრივი დროით დილის 9 საათიდან შეწყვიტეს.

ISIS-ის  მებრძოლებსა და მეამბოხეებს ალეპოს დასატოვებლად ათი საათი აქვთ, სპეციალურად მათთვის ორი უსაფრთხო დერეფანი გაიხსნა. ცეცხლის შეწყვეტამდე, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

დამკვირვებლების ინფორმაციით, ალეპოს დასავლეთ რაიონში ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების პოზიციებთან სამი დანაღმული მანქანა ააფეთქეს, რასაც სულ მცირე ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში სუნთქვის პრობლემებით 8 დაშავებულია მოთავსებული და არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმის დროს მომწამლავი გაზი იყოს გამოყენებული.

დღის ამბები