07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
მოსულში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს

ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს მოსულში. ერაყის არმიამ ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებზე მიიტანა იერიში და ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. სამხედრო მეთაურობის განცხადებით, შეტევის შედეგად ISIS-ის ათამდე წევრია ლიკვიდირებული.

ათობით ჭურვი გაისროლეს სამხედროების პოზიციების დასაბომბად ისლამური სახელმწიფოს წევრებმაც, თუმცა მსხვერპლი არმიის მხრიდან იერიშს არ მოჰყოლია. მ

ოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ 17 ოქტომბერს საერთაშორისო კოალიცის მხარდაჭერით დაიწყო, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს. სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, პენტაგონი ქალაქის მახლობლად, ბარტელაში სამხედრო ბაზას ხსნის.

დღის ამბები