07 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ბან კი მუნს ელტონ ჯონის ფონდის სპეციალური ჯილდო გადაეცა

ბან კი მუნს ელტონ ჯონის ფონდის სპეციალური ჯილდო გადაეცა. ცნობილმა მუსიკოსმა და ქველმოქმედმა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი შიდსთან ბრძოლის ფონდის გალა საღამოზე მიიწვია და ჯილდო პირადად გადასცა.

ელტონ ჯონის განცხადებით, ბან კი მუნმა გაეროში მოღვაწეობის პერიოდში დიდი წვლილი შეიტანა ლგბტ პირების უფლებების დაცვისა და შიდსთან ბრძოლის საქმეში.

ბან კი მუნმა მუსიკოსს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლგბტ პირები საზოგადოებაში თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ.

დღის ამბები