07 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ტრამპი კლინტონს კორუფციაში, კლინტონი კი მას რასიზმში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო საკონსტიტუციო კრიზისი დაემუქრება.

განცხადება რესპუბლიკელმა კანდიდატმა ფლორიდაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა. ტრამპის თქმით, ჰილარი კლინტონი კორუფციული სქემების მონაწილე იყო, მოატყუა ფედერალური საგამოძიებო ბიურო და მთელი ამერიკელი ხალხი, რის გამოც პრეზიდენტის პოსტს არ იმსახურებს.

დონალდ ტრამპმის კრიტიკას დემოკრატმა კანდიდატმა ჩრდილო კაროლინიდან უპასუხა და კონკურენტი რასიზმში დაადანაშაულა.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, დონალდ ტრამპი წლების განმავლობაში ფერადკანიანი ამერიკელების დისკრიმინაციას ეწეოდა და ასეთი ადამიანი არ უნდა მართავდეს ქვეყანას, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აფროამერიკელები წარმოადგენენ.

დღის ამბები