07 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
თურქეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღწევს. ეს ინფორმაცია ქვეყნის პრემიერმინისტრმა დაადასტურა.

დანაღმული მანქანა ქალაქის ცენტრში მდებარე უშიშროების დეპარტამენტის შენობის წინ აფეთქდა, სადაც დაკავების შემდეგ პარლამენტარები მიიყვანეს.

11 დეპუტატი ანკარასა და დიარბაქირში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გამთენიისას დააპატიმრეს. ყველა მათგანი ქურთთა მხარდამჭერი სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრია. დაკავებულებს შორისაა პარტიის ორი ლიდერი.

მათი სახლების გარდა, სამართალდამცველებმა რეიდები ოპოზიციური პარტიის შტაბბინებშიც ჩაატარეს. დაკავებულ პოლიტიკოსებს ქურთი სეპარატისტების მხარდაჭერასა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები