07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
სირიაში ISIS-ის წევრებმა რუსულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

სირიაში დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა რუსულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს.

ინციდენტი ქალაქ პალმირასთან მოხდა. ვერტმფრენი დაზიანდა და დაშვების შემდეგ აფეთქდა, თუმცა ეკიპაჟმა ბორტის დატოვება მოასწრო და ჰმეიმიმის ავიაბაზაზე უვნებელი დაბრუნდა.

დღეიდან კი ალეპოში 10 საათიანი ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა. ISIS-ს მებრძოლებსა და მეამბოხეებს ალეპოს დასატოვებლად ათი საათი აქვთ. მათთვის ორი უსაფრთხო დერეფანია გახსნილი.

ცეცხლის შეწყვეტამდე ალეპოში სამთავრობო ძალების პოზიციებთან ამბოხებულებმა სამი დანაღმული მანქანა ააფეთქეს.

შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში სუნთქვის პრობლემებით 8 დაშავებულია მოთავსებული. არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმის დროს მომწამლავი გაზი გამოიყენეს.

დღის ამბები