07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით ახალი პრეზიდენტის გამოწვევად რუსეთთან ურთიერთობა რჩება

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად 4 დღე რჩება და საგარეო პოლიტიკურ კვლევებზე მომუშავე ორგანიზაციებს უკვე მომზადებული აქვთ რეკომენდაციები შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტისთვის. სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი ადმინისტრაციისთვის რუსეთი და მისი ლიდერი იქნება.

ექსპერტების შეფასებით ვაშინგტონმა მოსკოვთან მიმართებაში მიდგომები უნდა შეცვალოს და გაითვალისწინოს მისი ქმედებები საქართველოში, აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში.

ანალიტიკოსების თქმით ამერიკის მომავალ პრეზიდენტს პირობები მკაფიოდ განსაზღვრული უნდა ჰქონდეს და მოსკოვის მხრიდან კომპრომისზე წასვლის სურვილი დაინახოს, რომ რუსეთთან ახალი მიდგომები დაიწყოს. ეს ეხება სირიის თემას, მინსკის შეთანხმების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის შეწყვეტას.

ბოლო გამოკითხვებით ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სხვაობა შემცირდა, თუმცა ჰილარი კლინტონი მაინც ლიდერობს. ეი ბი სი-ს და ვაშინგტონ პოსტის გამოკითხვით კლინტონი ტრამპს 2 პროცენტით უსწრებს. სი ბი ეს-ის და ნიუ-იორკ თაიმზ-ის გამოკითხვაში კი განსხვავება კლინტონის სასარგებლოდ 3 პროცენტია.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

 

დღის ამბები