07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ავღანეთში ალ-ქაიდას გავლენიანი ლიდერი მოკლეს

ავღანეთში ალ-ქაიდას გავლენიანი ლიდერი მოკლეს. პენტაგონის ინფორმაციით, ფარუქ ალ ქატანი ამერიკული დრონის იერიშის შედეგად დაიღუპა. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  ტერორისტის ლიკვიდაციის ოპერაცია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კუნარის პროვინციაში, ორი კვირის წინ ჩატარდა, თუმცა პენტაგონმა ეს ინფრომაცია დღეს გაასაჯაროვა. 

ავღანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ალ-ქათანისთან ერთად იერიშის დროს ალ ქაიდას 15 მებრძოლიც დაიღუპა.

ფარუქ ალ-ქატანი შეერთებულმა შტატებმა ძებნილი ტერორისტების სიაში თებერვალში შეიყვანა. მას ევროპის ქვეყნებისა და შეერთებულ შტატების წინააღმდეგ ტერაქტების ორგანიზება ედებოდა ბრალად.

დღის ამბები