07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
სროლა ნიუ-იორკში - ძარცვაში ეჭვმიტანილმა ცეცხლი გახსნა

მსხვერპლი მოჰყვა სროლას ნიუ-იორკში. ბრონქსის რაიონში პოლიციამ საეჭვო ავტომობილი გააჩერა, რომელშიც ეჭვმიტანილი მამაკაცი იმყოფებოდა. სამართალდამცველების მანქანასთან მიახლოვების შემდეგ, ბოროტმოქმედმა ცეცხლი გახსნა და ორივე ძალოვანი დაჭრა.

ეჭვმიტანილი საპასუხო სროლის შედეგად დაიღუპა, ერთერთი პოლიციელი კი მიყენებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება. გამოძიების ცნობით, მოკლული ბოროტმოქმედი ბრონქსის რაიონში მომხდარ ძარცვაში იყო ეჭვმიტანილი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაულის ადგილიდან მიმალვამდე მას რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. 

დღის ამბები