07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები მხარდამჭერებთან ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ.

ბარაკ ობამა ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად ამჯერად ჩრდილო კაროლინაში გამოვიდა, თუმცა ქვეყნის ლიდერს მიმართვა დონალდ ტრამპის მომხრემ შეაწყვეტინა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბარაკ ობამამ კი აუდიტორიას ტრამპის მხარდამჭერის პატივისცემისკენ და უკმაყოფილო შეძახილების ნაცვლად, არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

საკუთარ მომხრეებს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე რამდენიმე შტატში შეხვდა ჰილარი კლინტონიც. ოჰაიოში მას შოუ ბიზნესის ვარსკვლავებიც შეუერთდნენ. ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად სცენაზე ბიონსემ და ჯეი ზიმ იმღერეს.

დღის ამბები