07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ერაყის სამთავრობო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ექვს რაიონზე აღადგინეს კონტროლი

ერაყელმა სამხედროებმა მოსულის აღმოსავლეთით ისლამისტებისგან გათავისუფლებული რაიონების განაღმვა დაიწყეს.

სამთავრობო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 6-ს რაიონზე აღადგინეს კონტროლი, რითაც მოსულის სიღრმეში თითქმის ორი კილომეტრით წაიწიეს წინ.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა უკან დახევის დროს, ცოცხალ ფარად გამოუენების მიზნით, 1600-მდე ადამიანი დაატყვევეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, ისლამისტები განაგრძობენ მძევლების მასობრივად სიკვდილით დასჯასაც და ათ წლამდე ბიჭებს დაჯგუფებაში გაწევრიანებას აიძულებენ.  

დღის ამბები