07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ესპანეთის პოლიციამ ყველაზე საშიში დამნაშავეების ძებნილთა სიაში მყოფი ფრანგი მამაკაცი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ფრანგი მამაკაცი დააკავა, რომელიც საფრანგეთის პოლიციის ყველაზე საშიში დამნაშავეების ძებნილთა სიაშია.

47 წლის ეჭვმიტანილი მალაგაში ჰელოუინის ღამეს აიყვანეს.

საფრანგეთის მოქალაქე მკვლელობის, ნარკო-ტრეფიკისა და ფულის გათეთრების ბრალდებით იძებნებოდა.

ესპანელი ძალოვანები დაკავებულს ფრანგულ მხარეს გადასცემენ. პოლიციის ცნობით, მასთან ერთად ძალოვანებმა ორი ესპანელიც დააკავეს, რომლებიც ძებნილს მიმალვაში ეხმარებოდნენ.

დღის ამბები