07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ავსტრალიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ - ცეცხლი სიდნეის უახლოვდება

ავსტრალიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლი უკვე სიდნეის უახლოვდება და საცხოვრებელ უბნებს ემუქრება.

ხანძრის ყველაზე დიდი კერა სიდნეიდან 65 კილომეტრშია, სადაც სამაშველო ჯგუფები და ავიაციაა მობილიზებული. მაშველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს.

მაღალჩინოსნების განცხადებით, სიდნეის გარეუბანში ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზი ადამიანური ფაქტორი და დაუდევრობა გახდა.

ძალოვანებმა სამი ახალგაზრდა დააკავეს, რომელთა შორის ერთ-ერთი 16 წლის მოზარდია.

დღის ამბები