07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
სტამბოლის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტებს პატიმრობა მიუსაჯა

სტამბოლის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტებს პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩება გაზეთ ჯუმჰურიეტის 9 თანამშრომელი, მათ შორის მთავარი რედაქტორიც.

ოპოზიციური გამოცემის რედაქციაში რეიდი სამართალდამცველებმა გასულ კვირას ჩაატარეს. ჟურნალისტებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევიან, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან და ქურთთან მუშათა პარტიასთან კავშირში ადანაშაულებენ.

გუშინ თურქეთში 9 პოლიტიკოსი, მათ შორის პრო-ქურთული პარტიის ლიდერიც, დააპატიმრეს. 

დღის ამბები