07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ერაყში ევაკუირებულების ავტოკოლონის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

ერაყში ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ქალაქიდან ევაკუირებულთა ავტოკოლონის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. გზაზე დამონტაჟებული ორი ბომბი იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ადგილზე სატვირთომ გაიარა. დაღუპულთაგან 17 დევნილთა ოჯახებიდანაა, ერთი კი პოლიციელია.

პარალელურად, ერაყელმა სამხედროებმა მოსულის აღმოსავლეთით, ისლამისტებისგან გათავისუფლებული რაიონების განაღმვა დაიწყეს. სამთავრობო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 რაიონზე აღადგინეს კონტროლი.

წინააღმდეგობის გაწევის დროს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები მძევლად აყვანილ ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებენ.

დღის ამბები