07 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
ინდოეთს დედაქალაქი ძლიერმა ნისლმა მოიცვა - ნიუ-დელი პარალიზებულია

ინდოეთს დედაქალაქი ძლიერმა ნისლმა მოიცვა. ჰაერის დაბინძურებისა და ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ-დელის მოსახლეობას სახლებში დარჩენას ურჩევენ. დროებით შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, დაიხურა 1700-მდე სასწავლებელი. ცუდი ხილვადის გამო ქალაქში და მის შემოგარენში ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ნისლის მიზეზი სინათლის ფესტივალის ფარგლებში უამრავი ფეიერვერკის აფეთქება გახდა.

ექსპერტების შეფასებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნიუ-დელიში უკვე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.

დღის ამბები