07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
სეულში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა

სეულში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. სამხრეთ კორეის დედაქალაქის ქუჩებში 40 ათასზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა. ისინი პრეზიდენტის მიერ პოსტის დატოვებას მოითხოვდნენ, მიზეზი კი სკანდალი გახდა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოებრივ საქმეებში ქვეყნის ლიდერის ახლო მეგობარი ერეოდა.

ანალოგიური აქცია სეულში გასულ კვირასაც გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა პაკ კინ ჰემ ბოდიში მოიხადა და მთავრობაში რადიკალური ცვლილებები განახორციელა. 

დღის ამბები