07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
სტამბოლში ქურთთა მხარდამჭერები პოლიციას დაუპირისპირდნენ

სტამბოლში ერთმანეთს სამართალდამცველები და ქურთთა მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დემონსტრანტები პრო-ქურთული პარტიის ლიდერების დაკავებას აპროტესტებდნენ და ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცველებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში 18 პოლიტიკოსი დააკავა, გუშინ სტამბოლის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციური გაზეთის დაკავებულ 9 თანამშრომელსაც.

დღის ამბები