07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
არეულობა იტალიაში - ფლორენციაში აქცია მასშტაბური შეტაკებებით დასრულდა

მასშტაბური შეტაკებით დასრულდა ანტი-სამთავრობო აქცია იტალიაშიც. პრემიერის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმის წინააღმდეგ ფლორენციის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა, თუმცა აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა იმ შენობასთან მიახლოება სცადეს, სადაც მმართველი დემოკრატიული პარტიის ყოველწლიური ყრილობა მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ხელნაკეთი ასაფეთქებლები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკების დროს ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

დღის ამბები