07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
თავდასხმის საფრთხე - ნევადაში სიტყვით გამოსვლის დროს დაცვის თანამშრომლებმა დონალდ ტრამპი სცენიდან გაიყვანეს

ნევადაში სიტყვით გამოსვლის დროს დაცვის თანამშრომლებმა დონალდ ტრამპი სცენიდან გაიყვანეს. მიზეზი თავდასხმის საფრთხე გახდა. უსაფრთხოების სამსახურში შეტყობინება მიიღეს, თითქოს დარბაზში შეიარაღებული მამაკაცი იყო. ის სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა იარაღი ვერ აღმოაჩინეს. ინციდენტის შემდეგ დონალდ ტრამპი ტრიბუნასთან დაბრუნდა და მიმართვა განაგრძო. არჩევნებამდე დარჩენილ ორ დღეში პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი პენსილვანიაში, მიჩიგანსა და მინესოტაში აპირებს შეხვედრების გამართვას. ეს შტატები დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერით გამოირჩევიან. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, დონალდ ტრამპი კონკურენტს რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება. მომხრეებთან შეხვედრებს განაგრძობს ჰილარი კლინტონიც. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი პენსილვანიასა და ფლორიდაში იმყოფებოდა, სადაც მის მხარდასაჭერად ქეთი პერიმ და ბონ ჯოვიმ იმღერეს.

დღის ამბები