07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მოსალოდნელ თავდასხმებზე საუბრობს

რუსეთის პრემიერმინისტრი ქვეყანაში მოსალოდნელ თავდასხმებზე საუბრობს. ამ თემაზე დიმიტრი მედვედევმა ისრაელში ვიზიტის წინ ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. მისი თქმით, სირიასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ათასობით რუსი იბრძვის, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა მასშტაბურ თავდასხმებს გეგმავდნენ.

ინტერვიუს დროს რუსეთის პრემიერმინისტრმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და მის გაუარესებაში ბარაკ ობამას ადმინისტრაცია დაადანაშაულა. მედვედევის თქმით, ეს არჩევანი ოფიციალურმა ვაშინგტონმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ გააკეთა.

დღის ამბები