07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
მოსულს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ - ერაყის პრემიერმინისტრი

ერაყის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ მოსულს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. განცხადება ამის შესახებ ჰაიდერ ალ აბადიმ ქალაქის აღმოსავლეთით, ფრონტის ხაზზე ვიზიტის დროს გააკეთა. მან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს დანებებისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

დაჯგუფება მოსულს 2014 წლიდან აკონტროლებს, მის გასათავისუფლებლად კი ოპერაციას ერაყის სამთავრობო ძალები, საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშების დახმარებით, სამი კვირაა ატარებენ.

დღის ამბები