07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ბულგარეთში პრეზიდენტობისთვის 21 პოლიტიკოსი იბრძვის

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა პირველ პირსა და ვიცე-პრეზიდენტს პირდაპირი წესით პირველად ირჩევს. საარჩევნო უბნები ბულგარეთში დილის 07:00 საათიდან გაიხსნა, ბიულეტენებში კი 21 კანდიდატია, თუმცა გამოკითხვების თანახმად, ფავორიტებად პარლამენტის სპიკერი ცეცკა ცაჩევა და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი რუმენ რადევი სახელდებიან.

რადევი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაუქმების მომხრეა. თუ დღეს პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატი ხმების ნახევარზე მეტს ვერ მოაგროვებს, ერთი კვირის შემდეგ ბულგარეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

 

დღის ამბები