07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
საზარელი თავდასხმა ნიუ-ჯერსიში - დაღუპულია სამი, ამდენივე დაშავდა

სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუ-არკში მომხდარი თავდასხმის შედეგად.

სამართალდამცველებმა ერთი ცხედარი და 5 დაშავებული საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, მოგვიანებით ორი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპულებს შორის 8 და 11 წლის ბავშვებიც არიან. ყველა მათგანს ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

სამართალდამცველები ეჭვმიტანილ მამაკაცს ეძებენ და ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვენ, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდონ. დანაშაულის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.


დღის ამბები