07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
პრო-ქურთულმა პოლიტიკურმა პარტიამ თურქეთში პარლამენტს ნაწილობრივი ბოიკოტი გამოუცხადა

პრო-ქურთულმა პოლიტიკურმა პარტიამ თურქეთში პარლამენტს ნაწილობრივი ბოიკოტი გამოუცხადა. სახალხო დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ მონაწილეობას აღარ მიიღებენ სესიებსა და საპარლამენტო კომისიების შეხვედრებში. ბოიკოტის მიზეზი ოპოზიციის დეპუტატების დაკავება გახდა.

სამართალდამცველებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში პრო ქურთული პარტიის 18 წევრი დააკავეს, სტამბოლის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციური გაზეთის დაკავებულ 9 თანამშრომელსაც, რამაც ქალაქში საპროტესტო აქცია გამოიწვია. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დღის ამბები