07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
სირიაში ISIS-ის ე.წ. დედაქალაქზე შეტევა მიმდინარეობს

ამბოხებულების კოალიციამ სირიაში, რომელსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს, ისლამური სახელმწიფოს ე.წ. დედაქალაქ რაქაზე შეტევის დაწყების შესახებ გამოაცხადა. სირიის დემოკრატიულ ძალებში ქურთი და არაბი მებრძოლები არიან გაერთიანებული.

მათი განცხადებით, ოპერაციას რამდენიმე საათში დაიწყებენ, საერთაშორისო ალიანსი კი, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, საჰაერო იერიშებით დაეხმარება.

რაქის ასაღებად სირიის დემოკრატიულმა ძალებმა კიდევ 50 კილომეტრით უნდა წაიწიონ წინ. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც ისლამური სახელმწიფოს წევრები იმყოფებიან.

დღის ამბები