07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
ტერაქტს ერაყში 21 ადამიანი ესმხვერპლა

21 ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმების სერიას ერაყში. თვითმკვლელმა ტერორისტებმა აფეთქებები ქალაქ ტიკრიტსა და სამარაში მოაწყვეს.

ტიკრიტში სასწრაფო დახმარების დანაღმული მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, სამარაში კი თავდამსხმელის სამიზნე მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია და შიიტი მომლოცველები გახდნენ. აფეთქებას აქ 8 ადამიანი ემსხვერპლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

დღის ამბები