07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრამპი - აშშ-ში უპრეცენდენტო არჩევნებამდე 2 დღეზე ნაკლები რჩება

აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და უპრეცენდენტო საპრეზიდენტო არჩევნები - ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრამპი. არჩევნებამდე 2 დღეზე ნაკლებია დარჩენილი. პრეზიდენტონის კანდედატებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა. 

წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში აქტიურადაა საუბარი, რუსეთზე, რომელიც ბევრი ანალიტიკოსის თქმით გავლენის მოხდენას ცდილობს ამერიკულ არჩევნებზე.

ბრუკინგზის ინსტიტუტის ექსპერტმა სერგეი ალექსაშენკომ განმარტა, თუ რატომ არის დაინტერესებული რუსეთის ადმინისტრაცია, არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვოს.

„კრემლს კარგად ესმის, რომ თუკი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად აირჩევენ, ეს იქნება ამერიკის პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაცია. ეს კი მისაღები იქნება კრემლისთვის, რომელსაც ამერიკაში პოლიტიკური დესტაბილიზაცია სურს,“ - განაცხადა სერგეი ალეკსაშენკომ.

პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი ადმინისტრაციისთვის რუსეთი იქნება. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მოსკოვთან ახალი მოლაპარაკებების და თანამშრომლობის დაწყების მომხრეა. ექსპერტთა მეორე ნაწილი, მათ შორის დევიდ ქრეიმერი ამბობს, რომ ახალმა ადმინისტრაციამ ნატოსთან ერთად, უფრო მეტი გულისხმიერებით უნდა უპასუხოს საქართველოს მოთხოვნებს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ასევე ჩართოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში.

„საქართველო მეორე, ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთში, ისე ომ ნატო-ს წევრიც არ არის. საქართველოს მოსახლეობამ დაადასტურა ნატო-სთან და ევროკავშირთან მიერთების ინტერესი,“ - განაცხადა დევიდ ქრეიმერმა.

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი ალინა პოლიაკოვა  განმარტავს, რომ ვაშინგტონს მოსკოვისთვის კონკრეტული პირობები უნდა ჰქონდეს. მათ შორის საქართველოში მცოცავი ოკუპაციის შეწყვეტა, სირიაში აგრესიის შეჩერება და მინსკის შეთანხმების შესრულება. 

ავტორი: დავით ნიკურაძე. 

დღის ამბები