07 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნები ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნები ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დასავლური ქვეყნები დაჯგუფება ქურთისტანის მუშათა პარტიას იარაღს აწვდიან, თუმცა, ამის აღიარება არ სურთ.

"დასავლეთის ქყვეყნები ხელს უწყობენ ტერორიზმს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, იარაღი, რომელიც ამ დაჯგუფების წევრებისგან ამოვიღეთ, დასავლური წარმოებისაა. დარწმუნებული ვარ, ისინი იარაღს პირდაპირ დაჯგუფებას აწვდიან.

"ჩემთვის სულერთია, თუკი დიქტატორს მიწოდებენ. მომავალში, თუ ტერორისტი, რომელსაც დასავლეთი ეძებს, თურქეთში იქნება დაკავებული და მის ექსტადიციას მოგვთხოვენ, ისეთივე პასუხს გავცემთ, როგორიც ჩვენ მივიღეთ," - განაცხადა ერდოღანმა. 

 

ერდოღანმა ხალხის დემოკრატიული პარტიაც გააკრიტიკა, რომელმაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომებზე დასწრებაზე უარი თქვა.

დღის ამბები