07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
ერაყის ქალაქ მოსულთან ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ერაყის ქალაქ მოსულთან. ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების განცხადებით, სამთავრობო შენაერთებმა მოსულის სამხრეთით მდებარე ქალაქი ჰამამ ალ ალილი აიღეს და ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ძირითადი პოზიციებიდან რამდენიმე კილომეტის დაშორებით იმყოფებიან.

ტელეკომპანია BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკან დახევისას, ისლამისტებმა 19 ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილი ააფეთქეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქი ათასობით მშვიდობიანმა სმოსახლემ დატოვა.

დღის ამბები