07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
როტერდამში ევროპული MTV-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

როტერდამში ევროპული MTV-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს ფავორიტი ჯასტინ ბიბერი გახდა, რომელმაც 5 ნომინაციიდან სამში გაიმარჯვა, თუმცა კანადელი პოპ ვარსკვლავი შოუს არ დასწრებია. მას ერთ-ერთი პრიზი წლის საუკეთესო სიმღერისთვის ერგო.

საუკეთესო მომღერალი ქალი ლედი გაგა გახდა, რომელიც იაპონიაში ტურნეს მართავს.

მამაკაცებს შორის ამავე კატეგორიაში კანადელმა შონ მენდესმა გაიმარჯვა, რომელმაც ცერემონიის დროს იმღერა კიდეც და ჯილდო დედას მიუძღვნა. შოუ კი ამერიკელმა მომღერალმა ბრუნო მარსმა გახსნა.

წელს ევროპული MTV-ის ჯილდოები პრინცის პატივსაცემად იასამნისფერი იყო.

დღის ამბები