07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს. წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების 26% სოციალისტური პარტიის კანდიდატმა რუმენ რადევმა მოიპოვა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების გაუქმების მომხრეა.

ამომრჩევლის 21%-მა მხარი პარლამენტის სპიკერს ცეცკა ცაჩევს დაუჭირა, რომელსაც, სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, პირველ ადგილზე გასვლას უწინასწარმეტყველებდნენ.

ბულგარეთის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა, რომელიც ერთი კვირის შემდეგ უნდა გაიმართოს. მოსახლეობა ქვეყნის პირველ პირს პირდაპირი წესით პირველად ირჩევს.

დღის ამბები