07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ISIS-ის ლიდერმა ქალაქი მოსული დატოვა

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა ქალაქი მოსული დატოვა. ინფორმაციას ერაყის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახური ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ალ ბაღდადი მოსულიდან 150 ოჯახთან ერთად გაემგზავრა, იმ მიზნით რომ მათი გამოყენებით, ავია იერიშებისთვის თავი აერიდებინა.

ერაყის სამთავრობო ძალების ცნობითვე, მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყების შემდეგ 2 ათასზე მეტი ისლამისტი მებრძოლი მოკლეს.

ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა რამდენიმე დღის წინ აუდიო მიმართვა გაავრცელა და მებრძოლებს მოსულის დაცვისკენ მოუწოდა.

დღის ამბები