07 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაასრულა ჰილარი კლინტონმა

რამდენიმე საათი რჩება შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნების გახსნამდე. საარჩევნო კამპანია ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დაასრულა ჰილარი კლინტონმა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ბარაკ და მიშელ ობამები. ამომრჩეველთან შეხვედრისას არა ერთხელ გაისმა მოწოდება, რომ ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

საღამო, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მომღერალმა ბრიუს სპრინგსტინმა გახსნა. ჰილარი კლინტონმა თავის მხარდამჭერებს მოუბოდიშა იმ ბრაზის შემცველი ტონის გამო, რაშიც ბოლო ხანებში საარჩევნო კამპანია გადაიზარდა.

არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს მოსახლოებას ობამებმა რადგან, მათ თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დონალდ ტრამპს დარჩება გამარჯვება. ამერიკის მოქმედმა პრეზინდეტმა რესპუბლიკელების კანიდიდატის პოლიტიკური უნარებიც შეაფასა და განაცხადა, რომ ის ვერ იქნება მთავარსარდალი და ვერც ქვეყნის პირველი პირი.

არჩევნებამდე რამდნიმე საათით ადრე CNN-ის  წინასაარჩევნო გამოკითხვით, ოთხი ერთეულით სწორედ ჰილარი კლინტონი ლიდერობს.

დღის ამბები