07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
საპრეზიდენტო კამპანია მიჩიგანის შტატით დაასრულა დონალდ ტრამპმა

საპრეზიდენტო კამპანია მიჩიგანის შტატით უკვე დაასრულა დონალდ ტრამპმა და ის ხმის მისაცემად ნიუ იორკში გაემგზავრა. ბოლო 3 დღის განმავლობაში რესპუბლიკელების კანდიდატმა 10 შტატი მოიარა.

ჩრდილოეთ კაროლინაში გამოსვლისას დემოკრატების ხელისუფლება არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და ჰილარი კლინტონის იმეილების სკანდალს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მის კონკურენტს აკრიტიკებენ ტრამპის მხარდამჭერი რიგითი ამერიკელებიც.

საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს დაიხურება, რის შემდეგაც მოხდება ხმების დათვლა. გამარჯვებულმა კანდიდატმა 50 შტატიდან 270 წევრის ხმა უნდა დააგროვოს.

დღის ამბები