07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
კლინტონი თუ ტრამპი - ამერიკა და მსოფლიო ისტორიული არჩევნების მოლოდინშია

ამერიკა და მსოფლიო ისტორიული არჩევნების მოლოდინში. ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრაპი, არჩევანი ამერიკელებმა ამ ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.

საარჩევნო უბნების გახსნამდე შეერთებული შტატების ტერიტორიაზე რამდენიმე საათი რჩება. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წელს პირველად წინასწარი არჩევნების რეკორდი მოიხსნა. სააგენტოების ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი წინასწარ 46 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ელექტორატის თითქმის 40%-ს შეადგენს.

ჰილარი კლინტონმა პირველი გამარჯვება ქალაქ დიქსვილ ნოჩში მოიპოვა. ნიუ ჰემპშირის შტატის ამ მცირერიცხოვან დასახლებაში, ტრადიციულად ხმის მიცემის პროცესი ღამით იმართება და მისი შედეგიც ყველაზე ადრე ხდება ცნობილი.

ქალაქში მცხოვრები 8 ამომრჩევლიდან, დონალდ ტრამპს ორმა დაუჭირა მხარი. თითო ხმა მიიღეს გერი ჯონსიმა და მით რომნიმ, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა 4 ხმა მიიღო.

საარჩევნო უბნების გახსნამდე კანდიდატებმა ბოლო შეხვედრები ე.წ. მერყევ შტატებში - პენსილვანიასა და ნიუ ჰემპშირში გამართეს. ჰილარი კლინტონი ამომრჩევლებთან შესახვედრად ფილადელფიაში ჩავიდა.

დემოკრატი კანდიდატის მხარდასაჭერად ფილადელფიაში საგანგებოდ ჩავიდა ბარაკ ობამა, მეუღლესთან ერთად. მოქმედმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელების კანდიდატის პოლიტიკური უნარებიც შეაფასა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ვერც მთავარსარდალი და ვერც ქვეყნის პირველი პირი გახდება.

დინალდ ტრამპა წინასაარჩევნო კამპანია ნიუ ჰემპშირში დაასრულა. ბოლო 3 დღის განმავლობაში რესპუბლიკელების კანდიდატმა 10 შტატი მოიარა. მან დემოკრატების ხელისუფლება არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და ჰილარი კლინტონის იმეილების სკანდალზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

რესპუბლიკელი კანდიდატი ამომრჩევლებს ქალაქ მანჩესტერში შეხვდა და პირობა დადო, რომ ცვლილებების გატარებას ქვეყანაში, გამარჯვებიდან მეორე დღესვე დაიწყებს.

ავტორები: თეა თეთრაშვილი, მალხაზ მეგრელიშვილი


დღის ამბები