07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
არჩევნები აშშ-ში - რამდენიმე საათში შეერთებულ შტატებში უბნები გაიხსნება

რამდენიმე საათში შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნები გაიხსნება. არჩევანი ამერიკელებმა ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს შორის უნდა გააკეთონ.

პირველი საარჩევნო უბნები ნიუ ჰემფშირის შტატში გაიხსნა. სამ დასახლებაში, სადაც მთლიანობაში ასზე ნაკლები ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხმის მიცემა ღამით იწყება და პირველი შედეგებიც რამდენიმე წუთში ხდება ცნობილი.

საარჩევნო უბნები შეერთებულ შტატებში 2 საათში გაიხსნება, საარჩევნო აგიტაცია კი უკვე შეწყვეტილია. ბოლო შეხვედრები ამომრჩევლებთან კანდიდატებმა ე.წ. მერყევ შტატებში პენსილვანიასა და ნიუ ჰემპშირში გამართეს. 

დემოკრატი კანდიდატის მხარდასაჭერად ფილადელფიაში საგანგებოდ ჩავიდა ბარაკ ობამა მეუღლესთან ერთად.

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი კამპანიის დასრულების შემდეგ ნიუ იორკში გაემგზავრნენ, სადაც საარჩევნო უბნების გახსნას და შედეგების გამოცხადებას დაელოდებიან.

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელ კონკურენტზე 4 პროცენტით წინ არის. 

ავტორი: თეა თეთრაშვილი 

დღის ამბები