07 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
როგორც ჩანს, სააკაშვილმა საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკური აქტივობის გაგრძელება უკრაინაში გადაწყვიტა - პეტრო პოროშენკო

მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომაზე პირველი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ინტერფაქს უკრაინას ცნობით, პეტრო პოროშენკომ ამ თემაზე სლოვენიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

პოროშენკო აღნიშნავს, რომ თანამდებობის დატოვება და ოპოზიციაში შესაძლო გადასვლა დემოკრატიულ სახელმწიფოში მისაღები ნაბიჯია.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკური აქტივობის გაგრძელება უკრაინაში გადაწყვიტა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა მის გადაწყვეტილებას დააკმაყოფილებს.

პეტრო პოროშენკომ მედიას შეახსენა, რომ თავის დროზე უკრაინაში რეფორმების გასატარებლად ბევრი ქართველი პოლიტიკოსი მიიწვიეს და მათი ნაწილი დღემდე წარმატებით აგრძელებს მთავრობაში მუშაობას. 

დღის ამბები