07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
კლინტონი თუ ტრამპი - ამერიკა პრეზიდენტს ირჩევს

უკვე ორ საათზე მეტია, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ყველა შტატში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გაიხსნა.

ამერიკა ახალ პრეზიდენტს ირჩევს. ამერიკელებმა არჩევანი დონალდ ტრამპსა და ჰილარი კლინტონს შორის უნდა გააკეთონ.

აშშ-ში აღმოსავლეთ სანაპიროზე საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. კოლუმბიის შტატსა და მერილენდში საარჩევნო უბნები 7 საათიდან გაიხსნა. საარჩევნო უბნებზე რიგებია. 8 ნოემბერი ამერიკაში დასვენების დღე ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, თუმცა რამდენიმე ორგანიზაციამ თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა. 

ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, დემოკრატების კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, რამდენიმე პროცენტით უსწრებს. 

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას ნიუ-იორკში დაელოდებიან. სავარაუდოდ, დასავლეთ სანაპიროს შტატებიდან პირველადი მონაცემები თბილისის დროით დილის 9 საათისთვის გახდება ცნობილი. 

დღის ამბები