07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
კლინტონი თუ ტრამპი - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა [განახლებადი]

შედეგების რუქა 

ამერიკა პრეზიდენტს ირჩევს. შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე საათია ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. მოცემულ რუკაზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი მონაცემებს, რომელიც მუდმივად იცვლება და მიიღოთ ინფორმაცია, რომელმა კანდიდატმა რამდენი ხმა მიიღო.

 

                                            

შეგახსენებთ, რომ ბოლო 6 საპრეზიდენტო არჩევნებში 4-ჯერ ამერიკელებმა დემოკრატების კანდიდატს დაუჭირეს მხარი, მხოლოდ ორჯერ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს. 

საუბარია 2000 და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ორივეჯერ ჯორჯ ბუშმა უმცროსმა გაიმარჯვა. 

მას შემდეგ არჩევნებში ბარაქ ობამამ ჯერ ჯონ მაკკეინი, შემდეგ კი მით რომნი დაამარცხა.

2016 წლის არჩევნები დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. კანდიდატებს შორის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვაობა ხშირად 1%-ს შეადგენდა. 

არჩევნებში იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საარჩევნო კოლეგიის წევრთა უმრავლესობა. კოლეგია კი სულ 538 წევრს აერთიანებს. შესაბამისად, გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა 270 ხმა დააგროვოს. 

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კოლეგიაში ხმები გაიყოფა, მაშინ წარმომადგენელთა პალატა აირჩევს პრეზიდენტს.

ამავე თემაზე
დღის ამბები