07 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
არჩევნები აშშ-ში - ამ ეტაპზე დონალდ ტრამპი ლიდერობს

შეერთებულ შტატებში ხმების დათვლა მიმდინარეობს. ამ დროისთვის დონალდ ტრამპი ლიდერობს. მას კოლეგიის 167 ხმა აქვს, რაც საერთო ჯამში 49,2 %-ია. ჰილარი კლინტონს კი 122, რაც 46,6 %-ს უდრის.

მონაცემების მიხედვით დემოკრატების კანდიდატს მხარდაჭერა ძირითადად აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებმა გამოუცხადა, ხოლო დონალდ ტრამპს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში უჭერენ მხარს.

საერთო ჯამში კი ხმის მიცემის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ზოგ შტატში ამ წუთებშიც გრძელდება. არჩევნების დღეს მოსახლეობას აქტიურობისკენ ბარაკ ობამამ თეთრი სახლიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების ნაწილმა ხმა 8 ნოემბრამდე მისცეს, ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო უბნებზე მაინც დიდი იყო. განსაკუთრებით კი ლათინო-ამერიკელ მოსახლეობაში.

დღის ამბები