07 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი საარჩევნო უბნებზე მეუღლეებთან ერთად მივიდნენ

ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა უკვე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი ნიუ-იორკში, თუმცა განცხადებები არ გაუკეთებიათ.

ისინი საარჩევნო უბნებზე მეუღლეებთან ერთად მივიდნენ. დონალდ ტრამპს საარჩევნო უბანზე ჰილარი კლინტონის ნიუ-იორკელი მხარდამჭერები უარყოფითი შეძახილებით შეხვდნენ. ჰილარი კლინტონმა კი მხარდამჭერების გარემოცვაში მისცა ხმა.

კანდიდატები არჩევნების შედეგებსაც ნიუ-იორკიდან ადევნებენ თვალს, ამიტომ გაძლიერებულია დაცვა ტრამპ თაუერთან, რომელიც დონალდ ტრამპის ორგანიზაციის სათაო ოფისია.

დღის ამბები