07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ბოლო მონაცემებით საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი ლიდერობს

შეერთებულ შტატებში ხმების დათვლა მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ არსებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც  დონალდ ტრამპი ლიდერობდა შეიცვალა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ჰილარი კლინტონს საარჩევნო კოლეგიის სავარაუდოდ 190 ხმა ექნება, ხოლო დონალდ ტრამპს 171.

იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავონ კოლეგიის 270 ხმა სჭირდებათ.

წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი იგებს ოჰაიოს საარჩევნო კოლეგიას 18 ხმით, ასევე კეთდება პროგნოზი, რომ ვირჯინიაში არჩევნებს  ჰილარი კლინტონი მოიგებს.

კლინტონის მოგებას პროგნოზირებენ ნიუ-მექსიკოში, კოლორადოში, ასევე ილინოისსა და დელავერში.

არსებული მონაცემების მიხედვით დემოკრატების კანდიდატს მხარდაჭერა ძირითადად აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებმა გამოუცხადა, ხოლო დონალდ ტრამპს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში უჭერენ მხარს.

საერთო ჯამში კი ხმის მიცემის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ზოგ შტატში ამ წუთებშიც გრძელდება. არჩევნების დღეს მოსახლეობას აქტიურობისკენ ბარაკ ობამამ თეთრი სახლიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების ნაწილმა ხმა 8 ნოემბრამდე მისცეს, ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო უბნებზე მაინც დიდი იყო. განსაკუთრებით კი ლათინოამერიკელ მოსახლეობაში.

დღეს საპრეზიდენტო არჩევნების გარდა მოსახლეობამ დღეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ვე ოლქში წარმომადგენლები აირჩია. ვარაუდობენ, რომ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ.

დღის ამბები