07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებს "ქორთიარდ მერიოტში" აკვირდებიან

შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები არჩევნების მიმდინარეობას ქორთიარდ მარიოტში ადევნებენ თვალს.

პირველი განცხადება არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით უკვე გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, თუმცა პროგნოზები ჯერჯერობით არ კეთდება.

„წლევანდელი არჩევნები ძალიან კონკურენტული იყო. შეერთებულ შტატებში არჩევნების სისტემა ძალიან კომპლექსურია. ეს არ არის უბრალოდ ეროვნული არჩევნები. ხმების დათვლა ყველა შტატში მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, ვინ იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. პირადად მე ფოსტის საშუალებით ორი კვირის წინ მივეცი ხმა,"- განაცხადა აშშ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას მერლინელიმ.

ქორთიარდ მერიოტში შეერთებულ შტატებში  არჩევნების მიმდინარეობის და ხმების დათვლის პროცესს აკვირდებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

მათი განცხადებით, შედეგები იმოქმედებს მსოფლიოს სამომავლო განვითარებაზე.

„ის არჩევანი, რასაც გააკეთებს ამერიკელი ხალხი, კარგად უნდა გაანალიზდეს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენს პარტნიორთან,“-განაცხადა ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა გელა ბეჟუაშვილმა.

დღის ამბები