07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის პროცესი - ევროპარლამენტარების შეფასებით საქართველო არსებული გარემოების ერთგვარი მძევალი გახდა

კვლავ გაურკვეველია როდის გაიმართება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საბოლოო კენჭისყრა ევროპარლამენტში.

როგორც ცნობილია, სავიზო რეჟიმის გამარტივება ევროპულმა საბჭომ ეგრედწოდებული დროებითი შეჩერების მექანიზმის მიღებას დაუკავშირა.

ამ საკითხზე კი მოლაპარაკებების დასრულება ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე ევროპარლამენტარების შეფასებით საქართველო არსებული გარემოების ერთგვარი მძევალი გახდა.

ისინი მოუწოდებენ ევროპულ სტრუქტურებს დააჩქარონ მექანიზმის შემუშავების პროცესი, რადგან მათი თქმით საქართველოს ყველა ვალდებულება უკვე შესრულებული აქვს.

დღის ამბები