07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
არჩევნები აშშ-ში - ბოლო მონაცემებით კვლავ ტრამპი ლიდერობს

შეერთებულ შტატებში შედეგები სწრაფად იცვლება. ბოლო მონაცემებით, დონალდ ტრამპს 245 ხმა აქვს, ხოლო ჰილარი კლინტონს 209. მონაცემები საბოლოო არაა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

აღმოსავლეთ სანაპიროზე საარჩევნო უბნების დახურვიდან ნახევარ საათში კოლეგიის ხმებით დონალდ ტრამპი დაწინაურდა. 

ამერიკის მოსახლეობა ხმის დათვლის პროცესს თვალს კლუბებსა და ბარებში დამონტაჟებულ მონიტორებზე ადევნებს. ვაშინგტონი ჰილარი კლინტონს უჭერს მხარს.

ცოტა ხნის წინ გამართა პრესკონფერენცია ზოგბი ანალიტიკის დამფუძნებელმა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის სპეციალისტის ჯონ ზოგბის განცხადებით, არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება და პროგნოზი ამ ეტაპზე რთულია, თუმცა მისივე თქმით, დონალდ ტრამპის პირისპირ ბარაკ ობამა რომ იყოს ის დაამარცხებდა ტრამპს 13-14%-ით. რაც შეეხება ჰილარი კლინტონს, ზოგბი ამბობს, რომ ის ორი კვირის წინ ჩატარებული კვლევებისა და მონაცემების მიხედვით ტრამპს 2%-იანი სხვაობით უსწრებდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაციისთვის ყველზე რთული გამოწვევა რუსეთი იქნება. ისინი ადმინისტრაციას ნატო-ს გაძლიერებას ურჩევენ, ასევე ალიანსში საქართველოს შეყვანას და მოკავშირეების დაცვას რუსეთის რთულ სამეზობლოში.

„შეერთებული შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ყოველთვის უნდა დაიცვან და პირველ რიგში დახმარება გაუწიონ მათ პარტნიორებს. ეს კეთდება სხვადასხვანაირად. ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, იმედი მაქვს, რომ შემოიკრებს გარშემო კარგ მრჩევლებს, რომლებიც გაუზიარებენ მკაფიო მოსაზრებებს და შეფასებებს, რომლებიც საშუალებას მისცემენ მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილებები ამ ძალიან მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით,“-განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ბრიგადის გენერალმა პიტერ ზვოქიმ.

დღის ამბები