07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
ჰილარი კლინტონის შტაბის წევრებმა დაშლა დაიწყეს-კლინტონი განცხადებას საბოლოო შედეგების შემდეგ გააკეთებს

ამერიკის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდებიან. შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე საათია ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრაპი ლიდერობს.

ამ დროისთვის აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიაში 274 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი 218. 

ჰილარი კლინტონის შტაბის წევრებმა კი დაშლა დაიწყეს.  ცოტა ხნის წინ მათ ჰილარი კლინტონის შტაბის ხელმძღვანელმა ჯონ პოდესტამ მიმართა.

მისი განცხადებით,  ჰილარი კლინტონი განცხადებას არ გააკეთებს ვიდრე ხმების დათვლის პროცესი საბოლოოდ არ დასრულდება.  

დღის ამბები