07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
მჯერა ერთად ვიმუშავებთ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ წინ - ახლადარჩეული ტრამპის პირველი კომენტარი პრეზიდენტის რანგში

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია.  რამდენიმე წუთის წინ ამერიკული მედიის ცნობით რესპუბლიკელების კანდიდატს გამარჯვება თავად ჰილარი კლინტონმაც მიულოცა.

დონალდ ტრამპმა კი მიდთაუნ ჰილტონში რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.

„მადლობა,  ძალიან დიდი მადლობა ყველას. მაპატიეთ, რომ ცოტა გალოდინეთ. რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჰილარი კლინტონმა. მან მოგვილოცა ჩვენ გამარჯვება, მე კი ვულოცავ, რომ მან დიდი სამუშაო გასწია კამპანიის დროს. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ, თქვენი დახმარების იმედი მაქვს, მჯერა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ წინ,“-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები