07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
"ხალხს მიაჩნია, რომ ადრე შეერთებული შტატები სჭირდებოდათ, ახლა კი ჩვენ დავსუსტდით"- ამერიკელი ექსპერტები არჩევნების შედეგებს აფასებს

რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი, უკვე გამარჯვებას ზეიმობს. დარბაზში სადაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი საზეიმო განწყობაა, განსხვავებით იავიტსის ცენტრისგან, სადაც დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატის მომხრეები იმყოფებიან.

მათ ჰილარი კლინტონის შტაბის ხელმძღვანელმა ჯონ პოდესტამ მიმართა. მისი განცხადებით,  ჰილარი კლინტონი განცხადებას არ გააკეთებს ვიდრე ხმების დათვლის პროცესი არ დასრულდება. ჯონ პოდესტას მიმართვის შემდეგ ჰილარი კლინტონის მომხრეებმა იავიტსის ცენტრის დატოვება დაიწყეს.

ბოლო მონაცემებით დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია, თუმცა ხმების დათვლის პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რადგან მთელი ღამის განმავლობაში წინასწარი შედეგები გამუდმებით იცვლებოდა.

მას შემდეგ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებში უბნები დაიხურა, პირველადი მონაცემებიც გამოქვეყნდა.

ეგზიტპოლების თანახმად გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ ხმა ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ მისცა. თუმცა ვითარება შეიცვალა და დონალდ ტრამპმა დაწინაურება დაიწყო.

თავდაპირველად ის ლიდერობდა ნიუჰემფშირში და კენტუკიში, მოგვიანებით მას დაემატა ჯორჯია და ფლორიდა.

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და დონალდ ტრამპის გამარჯვება შეაფასა ზოგბი ანალიტიკის დამფუძნებელმა.

ჯონ ზოგბის განცხადებით, დონალდ ტრამპის გამარჯვებას ხელი შეუწყო თეთრმა საშუალო კლასმა, რომელიც მისი თქმით, გაბრაზებულია და აღარ მიიჩნევს თავს საშუალო კლასად.

"რატომ არის ასე გაბრაზებული თეთრი საშუალო კლასი. ამის სამი მიზეზი არსებობს. პირველი არის ფინანსური ანუ პირადული. ამერიკელების 77%, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ იცხოვროს, მეუბნებიან, რომ ახლა უფრო დაბალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე ეს წინა სამსახურის დროს ჰქონდათ. თუ თავი საშუალო კლასად არ მიმაჩნია, მაშინ რისთვისაა ეს ქვეყანა, რა არის ამერიკული ოცნება? ხალხს მიაჩნია, რომ ადრე შეერთებული შტატები სჭირდებოდათ, ახლა კი ჩვენ დავსუსტდით,”- განაცხადა ჯონ ზოგბიმ.


ამავე თემაზე
დღის ამბები