07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
"თითოეულ ამერიკელს ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი,” - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება - ეს განცხადება მან ნიუ-იორკში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

დონალდ ტრამპა  მიმართა მათ, ვინც მას მხარი არ დაუჭირა და სთხოვა, იმუშაონ ერთად ქვეყნის გასაერთიანებლად.

"ახლა დროა ამერიკისთვის, რომ გავერთიანდეთ, რესპუბლიკელებიც, დემოკრატებიც და ერის დამოუკიდებელი წარმომადგენლებიც. დროა ერთად დავდგეთ, როგორც ერთიანი ხალხი. ვპირდები თითოეულ მოქალაქეს, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევძლებთ ერთად ვიმუშაოთ და გავაერთიანოთ ჩვენი დიდებული ქვეყანა. ჩვენ არ გვქონდა კამპანია, ეს უფრო იყო მოძრაობა მილიონობით შრომისმოყვარე ადამიანის, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და უკეთესი, უფრო ნათელი მომავალი სურს თავისთვის და საკუთარი ოჯახისთვის. ეს არის მოძრაობა, რომელიც მოიცავს ყველა რასის, რელიგიის, წარსულისა და შეხედულებების ამერიკელებს, რომლებსაც სურთ და ელიან, რომ ხელისუფლება ხალხსა და მის სურვილებს ემსახუროს. ერთობლივი მუშაობით, ჩვენ დავიწყებთ უმთავრესი ამოცანის შესრულებას: ამერიკული ოცნების განახლებას. მთელი ცხოვრება ბიზნესში გავატარე, აუთვისებელი პოტენციალის ძიებაში პროექტებსა და ხალხში მთელი მსოფლიოს გარშემო. ეს არის ის, რაც მინდა ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთო. უზარმაზარი პოტენციალი. თითოეულ ამერიკელს ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მილიარდერი ბიზნესმენის  გამოსვლა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებებისგან, როდესაც ჰილარი კლინტონს მწვავედ აკრიტიკებდა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონმა დაურეკა და გამარჯვება მათ ერთად გამარჯვება მიულოცა. დონალდ ტრამპმა ქვეყნის მიმართ მისი კონკურენტის სამსახურსაც გაუსვა ხაზი.
"დამირეკა ჰილარი კლინტონმა. მან ჩვენ მოგვილოცა. დიახ, ჩვენ. მოგვილოცა ჩვენი გამარჯვება, მე კი მივულოცე მას და მის ოჯახს ძალიან მძიმე კამპანიის გამო. ის ძალიან ძლიერად იბრძოდა. ჰილარი დიდხანს და ბევრს მუშაობდა და ჩვენ ვალდებული ვართ, მადლიერება გამოვხატოთ მის მიმართ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის,“-განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ტრამპმა ისაუბრა ეკონომიკურ გეგმებზე,ინფრასტრუქტურაზე, რაც არაერთხელ ახსენა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ექნება ეკონომიკის გაორმაგებული ზრდა და მსოფლიოში საუკეთეო ეკონომიკა და ყოველთვის ამერიკის ინტერესები იქნება პირველ ადგილზე.

შეგახსენებთ, რომ მილიარდერი ბიზნესმენი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს.

დღის ამბები